1. პროექტის სახელი: „დრო მიდის...“
2. პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები მოიძიებენ, იკვლევენ და აგზავნიან ინფორმაციას, თუ როგორი იყო საზოგადოების ცხოვრება 50- 60-იან, 70-80-იან წლებსა და 90- 2000-იან წლებში მსოფლიოში, საქართველოში , საკუთარ ქალაქსა და სკოლაში, მათ შეუძლიათ მოაგროვონ და შექმნან სხვადასხვა სახის თვალსაჩინოება : პლაკატები, გამოძერწონ ნივთები,დახატონ ნახატები.მოსწავლეები ქმნიან ბლოგებს და ცვლიან მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას, ფოტო სურათებს, ვიდეომასალას შერჩეული პერიოდის შესახებ.
3.პროექტის სრული აღწერა:
ბავშვები იყოფიან ჯგუფებად, ირჩევენ პერიოდს, თვითოეული ჯგუფი იკვლევს თავის პერიოდს, განიხილება სტრატეგიები, თუ რა და როგორ იქნას მოძიებული; შემდეგ მოსწავლეები ამუშავებენ მოგროვილ მასალას .
ყველა მონაწილე იკვლევს რა იყო საერთო საზოგადოების ცხოვრებაში ყველა განხილული პერიოდისთვის; უმთავრესი მოვლენები, რომლებიც მიმდინარეობდა მსოფლიოში და მისი გავლენა საზოგადოებაზე 50- 60-იან , 70-80-იან წლებსა და 90- 2000-იან წლებში ,ისინი პასუხობენ კითხვებს:
რა ხდებოდა ამ დროს საქართველოში?
რა ხდებოდა ჩემს ქალაქში?
რა ხდებოდა ჩემს სკოლაში?
მოსწავლეები აგროვებენ მასალას პერიოდების მიხედვით სასკოლო ცხოვრებაზე, სად სწავლობდნენ მათი მშობლები? ბებია- ბაბუები? როგორი სახელმძღვანელოები და რვეულები იყო მაშინ? რას აკეთებდნენ ზაფხულის არდადეგებზე? როგორ იხსენებენ მათი მშობლები პიონერულ და ოქტომბრის ორგანიზაციებს? რა მოსწონდათ? რა არა? რას აკეთებდნენ მათი მშობლები თავისუფალ დროს? რა იყო მათი საყვარელი სათამაშოები და თამაშობები? რას კითხულობდნენ? რომელი ლექსი და სიმღერა უყვარდათ? რაზე ოცნებობდნენ? რაზე იცინოდნენ? ვინ უნდოდათ რომ გამოსულიყვნენ? რა საჭმელი უყვარდათ? როგორ და რა დღესასწაულებს აღნიშნავდნენ? და აშ,...
მოსწავლეები იკვლევენ თვითოეულ პერიოდში როგორი ტასაცმელი იყო მოდაში, როგორი ტანსაცმელი ეცვათ მათ მშობლებს, ბებია-ბაბუებს, როგორ ტანსაცმელზე ოცნებობდნენ, მოსწავლეები ათვალიერებენ ძველ ჟურნალებსა და გაზეთებს და ხატავენ ტანსაცმელს, ადგენენ კოლაჟს -როგორ ტანსაცმელს ატარებდნენ სხვადასხვა პერიოდში, რა ნივთები იყო მოდაში, როგორი ჩანთები, მაკიაჟი და ვარცხნილობა.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: შეუზღუდავი
5. ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის ოქტომბერი -მაისი
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
შესაბამისი ლიტერატურისა და ინფორმაციის მოძიება, ვებ- გვერდების გაკეთება / განთავსება/, ტექსტების კითხვა და წერა, ინტერვიუს გაკეთება და სურათების გადაღება, ფოტო და ვიდეო მასალის შეგროვება, ვიდეო-ფილმების შექმნა, ბუკლეტების გაკეთება, კონფერენციები, ბლოგების გაკეთება.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:
ვებ-ბლოგები, ვიდეო ფილმები, ბუკლეტები.
8. სარგებელი სხვებისთვის: კულტურათაშორისი დიალოგი.
9. სამუშაო ენა: ქართული, რუსული, ინგლისური
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინტეგრირებული.
ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს მრავალ საგანში - ისტორიაში (შეისწავლიან მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩაცმის, სამომხმარებლო ნივთების ტარებისა და გამოყენების ტრადიციებს), გეოგრაფიაში (შეისწავლიან სხვადასხვა კუთხეების გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას). მათემატიკაში (გაიღრმავებენ ცოდნას ალგებრასა და გეომეტრიაში მოგროვილი ინფორმაციის დამუშავების დროს) ,ხელოვნებაში, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში (ინტერნეტში მასალების მოძიებით, დამუშავებით, პრეზენტაციების მომზადებით, ვებ-გალერეაში სურათების ატვირთვით) და სხვა.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
გორის მე-10 სკოლა-თამარ ჯოლბორტი საინფ, მენეჯერი,
რუსთავის მე-14 სკოლა-ანა ხოჯაშვილი - ისტ მენეჯერი,
რუსთავის მე-16 სკოლა,- ლიკა მაისურაძე,
რუსთავის 22-ე სკოლა,-მაია თოდუა, საინფ. მენეჯერი,
თბილისის 52-ე სკოლა, თინიკო თაბაგარი-ისტ მენეჯერი
12. პროექტის ფასილიტატორი: ელიზა ბაგალიშვილი,
რუსთავი, მე-12 სკოლა, ICT მენეჯერი
13. პროექტის ფორუმი: "დრო მიდის..."
14. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: ElzaBagalishvili@gmail.com
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
http://Time-Elza.blogspot.com
вторник, 14 октября 2008 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
12 комментариев:
ელზა მასწავლებელო აღფრთოვანებული ვარ თქვენი პროეტით. მომეწონა ძალიან.შენიშვნა არ მაქ ჯერ.
გმადლობთ ასეთი შეფასებისთვის,იმედია პროექტის განხორციელებაში გაგვიწევთ დახმარებას, პატივისცემით, ელიზა
მოგესალმებით, ძალიან მომწონს თქვენი პროექტი,ვფიქრობ,რომ ჩვენი სკოლა ამ პროექტს გააკეთებს. პატივისცემით ქ.რუსთავი #16 სკოლა. ლიკა მაისურაძე
ძალიან მომწონს ეს პროექტი. სურვილი მაქვს მივიღო მონაწილეობა.ეს პროექტი ხელს შეუწყობს მოსწავლეებს თავიანთი მშობლების და ბებია-ბაბუების ცხოვრების გარკვევაში.
saintereso proeqtia vecdebi chemi skolis pedagogebs da moswavleebs gavacno proeqti. vfiqrob iqneba gamoxmaureba.
მოგესალმებით.საინტერესო პროექტია.დრო მართლაც მიდის.ბავშვები რა კუთხით დაინახავენ ამ საკითხს.გისურვებთ წარმატებებს.
ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია. გისურვაბთ წარმატებებს.
თეა ქიტიაშვილი/გორის მე-5 საჯარო სკოლა
”დროს ეშინია საუკუნეების, ხოლო საუკუნეებს-პირამიდების.
პატივისცემით: ნინო ძნელაძე ხელვაჩაურის რ-ის სოფ. ჭარნალის სკოლა
dzalian kargi proeqtia da chvenc shemouertdebit am proeqts
ელზა მასწავლებელო როგორ ხართ?
კიდევ და კიდევ არ დავიშურებ თბილ და საქებარ სიტყვებს.
საინტერესო პროექტია და იმედი მაქ საინტერესოდ მიმდინარეობს.
წარმატებებს გისურვებთ
ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,კეთილი სურვილებისთვის,გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ საინტერესო, შემოქმედებით საქმიანობას!
პატივისცემით ელიზა ბაგალიშვილი, პროექტის ფასილიტატორი
მომეწონა პროექტი ძალიან.
Отправить комментарий